დონალდ სერონემ მაკგრეგორთან ბრძოლის დროს ცხვირისა და თვალის ბუდის მოტეხილობა მიიღო

17:37, 22.01.2020

დონალდ სერონემ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა 40 წამში დათმო. ირლანდიელმა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა UFC 246 -ზე სპორტსმენების ტრავმების შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც გაირკვა დონალდ სერონემ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. მას მოტეხილობა ცხვირისა და თვალის ბუდის არეში აქვს მიღებული. „კოვბოი” ოქტაგონზე დაბრუნებას 17 ივლისამდე ვერ შეძლებს.

ასევე დაზიანება მიიღო ენტონი პეტისმა, რომელიც დიეგო ფერეირასთან დამარცხდა. „შოუთაიმმა” მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და ბრძოლას ასევე 17 ივლისამდე ვერ შეძლებს.

მსგავსი