დონ ბალონი - ზაფხულში „რეალს“ იოახიმ ლიოვი ჩაიბარებს
დონ ბალონი - ზაფხულში „რეალს“ იოახიმ ლიოვი ჩაიბარებს

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი 2019 წლის ზაფხულში სათავეში ჩაუდგება მადრიდის „რეალს“, – წერს გაზეთი „დონ ბალონი“.

როგორც ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „ბარსელონასთან“ ზედიზედ ორი საშინაო მარცხის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მეთაურობით, დაკარგა ნდობა „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის სანტიაგო სოლარის მიმართ.

გავრცელებულ ინფორმაციას ამყარებს ის ფაქტი, რომ გერმანელი სპეციალისტი ესწრებოდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შაბათს გამართულ „კლასიკოს“.