„დონ ბალონი“ - კლოპი „ლივერპულიდან“ წასვლაზე ფიქრობს
„დონ ბალონი“ - კლოპი „ლივერპულიდან“ წასვლაზე ფიქრობს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, შესაძლოა, ინგლისური გუნდი დატოვოს. გამოცემა „დონ ბალონის“ ცნობით, გერმანელი სპეციალისტი სერიოზულად დაფიქრდა „ლივერპულიდან“ წასვლაზე.

იტყობინებიან, რომ „წითლების“ ხელმძღვანელობა მზად არის მწვრთნელის შესაძლო შეცვლისთვის და უკვე იპოვნა ორი კანდიდატი კლოპის ალტერნატივად. პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევა მაურისიო პოჩეტინო, რომელიც „ტოტენჰემის“ დატოვების შემდეგ, დღემდე უმუშევარი რჩება.

თუ არგენტინელი მერსისაიდელთა წინადადებაზე უარს იტყვის, მაშინ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მიმართავს „ლიდსის“ მთავარ მწვრთნელს მარსელო ბიელსას. მისი ხელმძღვანელობით „ლიდსი“ დაბრუნდა პრემიერლიგაში და ახლა, ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

ადრე კლოპმა გამოთქვა აზრი, რომ მისთვის ყველაზე გონივრული იქნება „ლივერპულის“ დატოვება 2020 წლის ზაფხულში – ჩემპიონთა ლიგაზე და ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებების შემდეგ. „ლივერპულმა“ წელს მოიგო ტიტული პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2019 წელს გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან უდგას სათავეში.