დომინიკ ტიმმა ვენაში ტურნირი მოიგო და სეზონის ლიდერია ტიტულების რაოდენობით
დომინიკ ტიმმა ვენაში ტურნირი მოიგო და სეზონის ლიდერია ტიტულების რაოდენობით

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP500 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა ადგილობრივი დომინიკ ტიმი. მან ძალიან რთულ ბრძოლაში ორ საათსა და 27 წუთში დაძლია არგენტინელი დიეგო შვარცმანის წინააღმდეგობა.

პირველ სეტში სამხრეთაფრიკელს დიდი უპირატესობა ჰქონდა. მის პირველ ბრეიკს ტიმმა უკუბრეიკით უპასუხა, მაგრამ შვარცმანმა კიდევ ორი ბრეიკის შესრულება შეძლო და საწყისი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, ტიმმა ინიციატივა მოიპოვა. მატჩის ბოლომდე მან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტს შანსი მისცა მეტოქეს, რომელიც არგენტინელმა ვერ გამოიყენა, ავსტრიელმა კი სამი ბრეიკი შეასრულა – ერთი მეორე და ორი მესამე სეტში და 3:6, 6:4, 6:3 მოიგო.

ტიმი ზედიზედ მეათედ თამაშობდა ვენას ტურნირში, მაგრამ პირველად მოხვდა ფინალში და პირველივე ცდაზე მოიგო ტიტული. ახლა ის 2019 წლის ლიდერია მამაკაცების შორის ხუთი მოგებული ტურნირით.