დომინიკ ტიმმა სეზონში მესამე ტიტული მოიგო
დომინიკ ტიმმა სეზონში მესამე ტიტული მოიგო

ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში ATP250-ის კატეგორიის ტურნირი დასრულდა, რომელშიც მასპინძელმა დომინიკ ტიმმა გაიმარჯვა. მან ესპანელი ალბერტ რამოსი ორ სეტში დაამარცხა – 7:6(0), 6:1.

შეხვედრა საათი და 38 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც ტიმმა ოთხი ეისი შეასრულა და ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა – ორივე მეორე სეტში. ავსტრიელმა ჯამში ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ტიმი 2:1 დაწინაურდა.

ტიმმა კარიერაში მე-14 ტიტული მოიპოვა, აქედან სამი ამ სეზონში. წელს, ავსტრიელმა მოიგო ინდიან უელსის “მასტერსი” (ფინალში მოუგო როჯერ ფედერერს) და ბარსელონას ტურნირი (ფინალში დაამარცხა დანიილ მედვედევი). ასევე მან ფინალში ითამაშა როლან გაროსზე.