დომინიკ ტიმი ტოკიოს ოლიმპიადის გამოტოვებას აპირებს

20:52, 01.08.2019

ავსტრიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი დომინიკ ტიმი დიდი ალბათობით გამოტოვებს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს.

„ტიმმა დაადასტურა, რომ 2020 წელს სურს ჰამბურგში და კიტცბუელში თამაში. შესაბამისად, ის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს“, – დაწერა „სპოქს ოსტერაიხის“ (SPOX Osterreich) ჟურნალისტმა ლუკას ცარერმა.

სხვათა შორის, ტიმმა ასევე გამოტოვა 2016 წლის ოლიმპიადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ ურჩევნია ATP-ის ტურნირებსა და დევისის თასზე თამაში.

25 წლის ავსტრიელი როლან გაროსის ორგზის ფინალისტია.

მსგავსი