დომინიკ ტიმი ლონდონისთვის მზად არის
დომინიკ ტიმი ლონდონისთვის მზად არის

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა დომინიკ ტიმმა მოახერხა ტრავმის შემდეგ აღდგენა და წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის ემზადება.

„ამ შემოდგომაზე სიმშვიდე არ იყო – რთული რამდენიმე კვირა გადავიტანე. ვენაში საშინაო ტურნირზე მეოთხედფინალში წაგების შემდეგ, ტერფის ტრავმას ვმკურნალობდი და აღდგენით კურსს გავდიოდი. ამას რამდენიმე დღე დასჭირდა, რის შემდეგაც დავიწყე მზადება ლონდონის ტურნირისთვის“, – აცხადებს ტიმი.

ასევე ჩოგბურთელმა ილაპარაკა ვენაში შექმნილ სიტუაციაზე, სადაც 2 ნოემბერს ტერორისტული აქტი მოხდა. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა.

„ჩემმა მწვრთნელმა ნიკოლას მასუმ ვენაში საშინელი ტერაქტი გადაიტანა. ის რესტორანში ვახშმობდა და იქ ბლოკირებული იყო ღამის სამ საათამდე. უეცრად ავსტრიაში ცხოვრება დასრულდა. ძალიან სამწუხარო იყო“, – თქვა ავსტრიელმა ჩოგბურთელმა.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში 15-22 ნოემბერს გაიმართება. ცნობილია ტურნირის რვავე მონაწილე, რომლებიც ორ ჯგუფში ასე განაწილდნენ:

 

ტოკიო 1970-ის ჯგუფი:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

დანიილ მედვედევი (რუსეთი)

ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

დიეგო შვარცმანი (არგენტინა)

 

ლონდონი 2020-ის ჯგუფი:

რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

დომინიკ ტიმი (ავსტრია)

სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)

ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი)

 

პირველ დღეს, 15 ნოემბერს ტიმი ციციპასს შეხვდება, ნადალი რუბლიოვს.