დომინიკ ტიმი - ჩვენ ზედმეტად ოპტიმისტები ვიყავით და არასწორად მოვიქეცით
დომინიკ ტიმი - ჩვენ ზედმეტად ოპტიმისტები ვიყავით და არასწორად მოვიქეცით

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა კომენტარი გაუკეთა კორონავირუსის გავრცელებას ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მოწყობილ საჩვენებელ ტურნირებზე (Adria Tour).

„შოკირებული ვიყავი, როცა გავიგე ახალი ამბები Adria Tour-ის მონაწილეების შესახებ, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ტიმმა. – ჩვენ დიდი ხანი ვთამაშობდით მაყურებლების გარეშე, ასე რომ, ბედნიერება გვხვდა წილად ფანების წინაშე გამოვსულიყავით. ვენდეთ იმ წესებს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით სერბეთის მთავრობამ შეიმუშავა, მაგრამ ზედმეტად ოპტიმისტები აღმოვჩნდით. არასწორად ვიქცეოდით და ეიფორიაში ჩავვარდით. ძალიან ვწუხვარ. ბოლო 10 დღის განმავლობაში ხუთი ტესტი გავიარე და ყველა შემთხვევაში შედეგი უარყოფითი იყო. ყველა ინფიცირებულს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

Adria Tour-ის მონაწილეთაგან კორონავირუსით დაავადნენ თავად ჯოკოვიჩი, გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი და ვიქტორ ტროიცკი.