დომინიკ ტიმი ავსტრიაში საჩვენებელ ტურნირში ითამაშებს
დომინიკ ტიმი ავსტრიაში საჩვენებელ ტურნირში ითამაშებს

25 მაისს, ავსტრიაში დაიწყება ახალი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი.

მამაკაცთა ბადეში იქნება 16 მოთამაშე, ქალების ტურნირზე კი რვა მონაწილე შეიკრიბება. საპრიზო ფონდი  151 ათასი ევროა. ჩატარების ფორმატი მოიცავს სამ ჯგუფურ სტადიას.

ტიმის გარდა, ტურნირში იბრძოლებენ დენის ნოვაკი, ბარბარა ჰაასი, ტამირა პაჩეკი და სხვა ავსტრიელი ჩოგბურთელები. პირდაპირ ეთერში გადაიცემა მატჩები ტიმის მონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში უკვე ორი საჩვენებელი ტურნირი გაიმართა.