დომინიკ სობოსლაი – ყველა მატჩში ასეთი საბრძოლო სულისკვეთება გვჭირდება #1TVSPORT

02:18, 03.10.2026

უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა, დომინიკ სობოსლაიმ, რომელმაც ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მოგებაში (1:0) მთავარი როლი ითამაშა, მატჩი შეაფასა.

„შესანიშნავად ვთამაშობდით, შანსები გვქონდა და წესით, პირველი ტაიმის შემდეგ ერთზე მეტი ბურთის სხვაობით უნდა ვყოფილიყავით წინ. თუმცა არსებული შედეგითაც კმაყოფილი ვიყავი, ყველა მატჩში სწორედ ასეთი საბრძოლო სულისკვეთება გვჭირდება.

კერკეზისგან დარტყმას არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ გოლი გაიტანა. შეიძლება ის შეტევაში ყველაზე მწვავე ჩართვებით არ გამოირჩევა, მაგრამ საქმეში ყოველთვის მთელ გულსა და სულს დებს. მოედანზე ასეთი განწყობით გასვლა გვჭირდება“.

მსგავსი