დომინიკ სობოსლაი – ერთა ლიგის ახალი ფორმატი არ მომწონს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მყოფი უნგრეთი 25 სექტემბერს ახალ გათამაშებას უკრაინის წინააღმდეგ საშინაო მატჩით დაიწყებს. მატჩის წინ გუნდის კაპიტანმა, დომინიკ სობოსლაიმ პრესკონფერენცია.
„უკრაინასთან მატჩში გამოკლებული ფეხბურთელების ჩანაცვლება აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ ის თანაგუნდელები, რომლებიც დიდი ხანია ნაკრებში არიან, მაგრამ ხშირად არ უწევდათ თამაში, ახლა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ და აჩვენებენ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ.
პირადად მე, ერთა ლიგის ახალი ფორმატი არ მომწონს. თორმეტ დღეში ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომელთათვისაც ასეთი დატვირთვა უჩვეულოა. თუმცა, ეს კარგი შესაძლებლობაა იმის გასარკვევად, თუ რა დონეზე ვართ.
ვარჯიშისთვის დრო თითქმის არ გვაქვს. ამიტომ ძირითად დროს ტაქტიკურ მომზადებას ვუთმობთ და ყველამ თავისი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოს“, – ამბობს სობოსლაი.