დომინიკ რეიესი ოქტაგონს, დიდი ალბათობით, 27 თებერვალს დაუბრუნდება

17:15, 29.10.2020

დომინიკ რეიესმა ცოტა ხნის წინ UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის გამართა ბრძოლა. რეიესი იან ბლაჰოვიჩს ვაკანტური ტიტულისთვის დაუპირისპირდა და პოლონელთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო. როგორც ჩანს, 30 წლის ამერიკელს დიდხანს უქმობა არ სურს. ამერიკული მედია იუწყება, რომ რეიესი ოქტაგონს 27 თებერვალს დაუბრუნდება და მისი მეტოქე ჩეხი ჟირი პროჩაჟკა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ESPN-თან ინტერვიუს დროს პრომოუშენის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც დაადასტურა.

პროჩაჟკამ UFC-ში დებიუტი გამოცდილ ვოლკან ოზდემირთან გამართა და ეფექტური ნოკაუტით გაიმარჯვა. ჩეხს ბოლო 11 ბრძოლა აქვს მოგებული.

მსგავსი