დომინიკ რეიესი – ეს ბრძოლა მე მოვიგე (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლი დომინიკ რეიესი მიიჩნევს, რომ ჯონ ჯონსი სატიტული ბრძოლაში დაამრცხა.
მსაჯებმა ჯონსს გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიანიჭეს (48-47, 48-47 და 49-46), რაც ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი და უსამართლო გადაწყვეტილება გამოდგა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ დომინიკ რეიესმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ჯონსთან ბრძოლაზე ისაუბრა
„ამჟამად ძალიან იმედგაცურებული ვარ. ერთერთმა მსაჯმა ჯონსს 49-46 მოგება ჩაუთვალა. ეს რა არის ? საერთოდ ვინ არის ეს მსაჯი ? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა მოვიგე და ნამდვილად არ მჭირდება კიდევ ერთხელ ბრძოლის ნახვა იმისათვის, რომ ამაში დავრწმუნდე. ჯონ ჯონსმა შეიგრძნო ჩემი რეალური ძალა და ყველამ ნახა თუ რა შემიძლია“, – განაცხადა რეიესმა ბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
.@DomReyes was a little confused over the judges’ scorecards following his loss to Jon Jones at #UFC247:
“One of the judges had it 49-46. Who are you? I might want to have a word with you.”
Watch full video: https://t.co/jckYScVq1z pic.twitter.com/zk62nitTY7
— MMAFighting.com (@MMAFighting) February 9, 2020