დომინიკ რააბი ​დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის ვეღარ იბრძოლებს
დომინიკ რააბი ​დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის ვეღარ იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის მიმდინარე მარათონს დომინიკ რააბი გამოეთიშა. ბრექსიტის საკითხების ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე 10-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ვეღარ იბრძოლებს.

დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართული მეორე კენჭისყრის შედეგად სულ ხუთი კანდიდატი დარჩა. მათგან ბორის ჯონსონი ლიდერობს. მან 126 ხმა მოიპოვა. მეორე ადგილს კი ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი იკავებს, 46 ხმით.

დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შემდეგი კენჭისყრა უახლოეს დღეებში გაიმართება. კენჭისყრის რამდენიმე ტურის მიზანი კანდიდატების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირებაა. საბოლოოდ, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული პროცესი ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.