დოჰას ფინალში ჰალეპი მერტენსს დაუპირისპირდება
დოჰას ფინალში ჰალეპი მერტენსს დაუპირისპირდება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ფინალური წყვილი გამოვლინდა. დღეს ტურნირის პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი, ფინალში ბელგიელ ელის მერტენსს შეხვდება.

ნახევარფინალები ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ორივე მატჩი სამ სეტიანი გამოდგა. ჰალეპიმ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ​ ანგარიშით 6:3 3:6 6:4 დაამარცხა, ხოლო ბელგიელმა ანგარიშით 6:4 2:6 6:1 გერმანელ ანჟელიკა კერბერს სძლია.

ფინალისტები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედრიან და ორივე დაპირისპირებაში რუმინელმა იმარჯვა. დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 851 031 დოლარს შეადგენს.