დოკ რივერსმა „მინესოტას“ ყოფილი მწვრთნელი ტომ ტიბოდო ლოს-ანჯელესში დაპატიჟა
დოკ რივერსმა „მინესოტას“ ყოფილი მწვრთნელი ტომ ტიბოდო ლოს-ანჯელესში დაპატიჟა

„ლეიკერსთან“ 22-ქულიანი სხვაობით მოგებული მატჩის მიუხედავად, „მინესოტას“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ტიბოდო „კლიპერსში“ დაპატიჟა. შეგახსენებთ, რომ ეს ორი სპეციალისტი ერთად „ბოსტონ სელტიკსში“ მუშაობდა, მანამ, სანამ ტიბოდო მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. რივერსს სურვილი აქვს, „მინესოტას“ ყოფილი თავკაცი საკუთარ გუნდში კონსულტანტად იხილოს.

„კლიპერსის“ ხელმძღვანელმა ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ტიბოდო და მოინდომებს თუ არა ლოს-ანჯელესში გადაბარგებას.