ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „მილუოკი ბაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა დოკ რივერსმა. დასრულებულ რეგულარულ სეზონში 32 მოგებითა და 50 წაგებით კლუბი ვერ მოხვდა პლეიოფში, რის გამოც „მილუოკის“ ბოლო სამ წელიწადში პირველად მოუწევს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება.
„ბაქსი“ გადაუხდის რივერსს რვანიშნა თანხას, რომელიც სპეციალისტს 2026-27 წლების სეზონში ხელფასის სახით ეკუთვნოდა. ამ მომენტისთვის მხარეები განიხილავენ კლუბში რივერსის კონსულტანტად მუშაობას.
რივერსის ხელმძღვანელობით „მილუოკიმ“ სამი სეზონის განმავლობაში 97 მატჩი მოიგო და 103-ჯერ დამარცხდა. წინა ორ სეზონში „ბაქსი“ პირველ რაუნდში ეთიშებოდა პლეიოფს, წელს კი შეწყვიტა 10-წლიანი სერია, როცა პლეიოფში გასვლას ახერხებდა.