დოკ რივერსის განცხადებით, ლუ ვილიამსი განახლებულ სეზონზე იასპარეზებს
დოკ რივერსის განცხადებით, ლუ ვილიამსი განახლებულ სეზონზე იასპარეზებს

როგორც ცნობილია, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი 30 ივლისს განახლდება. რამდენიმე კალათბურთელი ორლანდოში ჩასვლაზე უარს სხვადასხვა მიზეზებით აცხადებს.

მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლოს ანჯელესკლიპერსის“ კალათბურთელი ლუ ვილიამსი, შესაძლოა ორლანდოში არ გაემგზავროს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი „კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დოკ რივერსმა გააკეთა.

„დიახ, მე ველოდები, რომ ლუ ჩვენთან ერთად გაემგზავრება ორლანდოში. ძალიან გამიკვირდება თუ ის სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს“.