დოკ რივერსი აცხადებს, რომ კავაი ლეონარდი რეგულარულ სეზონზე მაქსიმალურად დაიტვირთება
დოკ რივერსი აცხადებს, რომ კავაი ლეონარდი რეგულარულ სეზონზე მაქსიმალურად დაიტვირთება

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ მიმდინარე წლის ზაფხულში სეზონზე ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა.

პოლ ჯორჯის „ოკლაჰომადან“ გადმობირების შემდეგ, ლოს ანჯელესურმა გუნდმა კავაი ლეონარდი შეიძინა. შედეგად, ახალი სეზონის დაწყებამდე, „კლიპერსი“ ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

მოგეხსენებათ, წელს კავაიმ „ტორონტოსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალური სერიის ყველაზე ღირებული მოთამაშის პრიზიც მიიღო. ლეონარდმა გასული სეზონზე ბევრი თამაში ტრავმის გამო გამოტოვა. 82 ჩასატარებელი შეხვედრიდან, კავაის 22 გაუცდა. „კლიპერსის“ მთავარ მწვრთნელ დოკ რივერსს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის ლეონარდისთვის დასასვენებელი მატჩების მიცემას.

შეკითხვას დოკმა ასე უპასუხა – „არა მგონია, „ტორონტოს“ ტაქტიკა გამოვიყენო, ანუ მივცე კავაის იმდენი დასვენების დრო, რამდენიც მას იქ ჰქონდა. „რეპტორსში“ ყოფნის პერიოდში კავაის ტრავმა აწუხებდა, ახლა კი ის სრულიად ჯანმრთელია. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ მას ზედმეტი დასვენების დრო მივცეთ. იმ შემთხვევაში, თუ მას ტრავმა შეაწუხებს, რა თქმა უნდა დაისვენებს და რეაბილიტაციას სრულად გაივლის, თუმცა იმედი მაქვს, კავაი მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელად იქნება“.