„დოიჩე ველე“ – შვეიცარია 91 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ფაიზერ/ბიოენტექის ვაქცინას არ უკავშირებს

10:04, 31.12.2020

შვეიცარია ხანდაზმულთა სახლის 91 წლის ბენეფიციარის გარდაცვალებას ფაიზერ/ბიოენტექის (Pfizer/BioNTech) ვაქცინას არ უკავშირებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 91 წლის მამაკაცი ვაქცინაციიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა.

შვეიცარიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტი სხვადასხვა დაავადებით მძიმედ იყო ავად და მისი გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი ვაქცინის დოზის მიღება არ გამხდარა.

მსგავსი