„დოიჩე ველე“ - ნატო და ესტონეთი რუსეთიდან წამოსული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, დევიდ ქეთლერი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს იური ლუიკს შეხვდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ბალტიისპირეთში უსაფრთხოების ზომები იყო.
„ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს ჩვენი რეგიონის თავისებურებებზე წარმოდგენა ჰქონდეს, უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზისა და უკეთ შეფასებისთვის“, – განაცხადა ლუიკმა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით რუსეთის მხრიდან წამოსული აღკვეთა და საჭიროების შემთხვევაში მათთვის წინააღმდეგობის გაწევაც შესაძლებელია.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ნატო-სა და ესტონეთის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს თავდაცვის გაძლიერების, ჩინეთისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხები.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქეთლერი მოინახულებს ესტონეთის ნარვასა და ემარის საავიაციო ბაზებსაც.