„დოიჩე ველე“ - ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არ დატოვებს ახლო აღმოსავლეთს
„დოიჩე ველე“ - ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არ დატოვებს ახლო აღმოსავლეთს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არ დატოვებს ახლო აღმოსავლეთს, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად გამართულ სამიტზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ არ დატოვებს ახლო აღმოსავლეთს, რათა არ დაუშვას ვაკუუმის შექმნა, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი და ირანი შეავსებენ.

„აშშ-ს განზრახული აქვს, დარჩეს აქტიურ ჩართულ პარტნიორად ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

რეგიონში შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ერთი მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა და მოუწოდა კოლეგებს, დაიცვან ადამიანის უფლებები, მათ შორის ქალთა უფლებები და მისცენ მათ მოქალაქეებს ღიად საუბრის საშუალება.