დოჰაში ბასილაშვილის პირველი მეტოქე რამოსი იქნება
დოჰაში ბასილაშვილის პირველი მეტოქე რამოსი იქნება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP250-ის ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და ახალ სეზონში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა.

მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, რომელიც დოჰაში მეხუთე ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში ესპანელ ალბერტ რამოსს შეხვდება, რომელიც, ამჟამად, მსოფლიოს კლასიფიკაციაში 65-ე ნომერია. აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან.

რამოსის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მერვედფინადში რუს ანდრეი რუბლიოვსა და იტალიელ ანდრეას სეპის შორის მოგებულს შეხვდება, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქედ კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მოჩანს.

ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე შარშანაც თამაშობდა, პირველი წრე მოიგო და მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ხორვატ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა.

დოჰაში ATP-ის ტურნირი 31 დეკემბერს დაიწყება და 5 იანვარს დასრულდება.