დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი დღეს იმერთან ითამაშებს #1TVSPORT
დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი დღეს იმერთან ითამაშებს #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს პირველ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაატარებს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 138-ე ნომერი, 25 წლის შვედი ელიას იმერი იქნება. დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს ერთხელ, 2018 წელს შეხვდნენ და მაშინ ბასილაშვილმა შვედი ორ სეტში დაამარცხა.ნიკოლოზი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას შეეცდება. ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი – კანადელი დენის შაპოვალოვია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ ერთეულებში თამაში არ მოუგია – მან ზედიზედ 8 მატჩი წააგო. საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირში ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს ,სადაც ქართველმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად ფინელი ემილ რუუსევუორისა და შვედი ელიას იმერის დუეტი ორ სეტში 6:1 7:5 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ითამაშებენ.