„დნიპროს მინუს ერთი“ - უკრაინაში თვლიან, რომ უეფა-ს წილისყრაზე კლუბი დაამცირეს [ვიდეო] #1TVSPORT
„დნიპროს მინუს ერთი“ - უკრაინაში თვლიან, რომ უეფა-ს წილისყრაზე კლუბი დაამცირეს [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის წილისყრის დროს უეფა-ს წამყვანმა უკრაინული კლუბის სახელი არასწორად წარმოთქვა. ასეთ გამოთქმას კი უკრაინაში უარყოფითი ქვეტექსტი აქვს.

32 მონაწილე კლუბს შორის არის ასევე უკრაინის წარმომადგენელი -„დნიპრო-1“. შემოდგომაზე ალექსანდრ კუჩერის გუნდი „ალკმაართან“, „აპოლონთან“ და „ვადუცთან“ ითამაშებს.

წილისყრის დროს უკრაინული კლუბის სახელიანი ბურთულის გახსნისას არასწორად წარმოთქვეს გუნდის სახელი. „დნიპროს მინუს ერთი“.

უკრაინული კლუბი შეურაცხმყოფელად თვლის კლუბის სახელის ასე გამოთქმას. „დნიპროს მინუს 1“-ს მას უწოდებენ ადამიანები, რომლებიც არ აღიქვამენ ამ გუნდის არსებობას და მას „დნეპრის“ მემკვიდრედ არ თვლიან.

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის წინამორბედ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ თამაშობდნენ ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, სანდრო კობახიძე. გუნდი 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც კანკავამ ითამაშა.

შემდეგ კლუბი გაკოტრდა და 2017 წელს აღადგინეს. ორი წლის შემდეგ უკრაინის პრემიერ ლიგაში დაწინაურდა. წელს „დნიპროს“ ევროტურნირზე დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ევროპა ლიგას ლარნაკას აეკ-თან ორი მარცხის შემდეგ სწრაფად გამოეთიშა.