დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა, დაშავებულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

როგორც დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო და სატრანსპორტო ობიექტები. რუსეთის მასშტაბური დარტყმის შემდეგ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა.

ჩერნიგოვზე მიტანილი იერიშის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 113 დრონი გაუშვა, რომელთაგაც დაახლოებით 50 „შაჰედის“ ტიპის იყო. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 86-ის ჩამოგდება მოახერხეს.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.