დმიტრო კულება – უკრაინა მზადაა, შექმნას პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად, საკითხავია, როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ეს სავაჭრო გზა ოდესაზე თავდასხმისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოდესის პორტში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთი დაბრკოლება არის ის, რომ რუსეთს შეუძლია, ეს დერეფანი ქალაქზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.
„უკრაინა მზადაა, შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად. საკითხავია, როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ეს სავაჭრო გზა ოდესაზე თავდასხმისთვის. ჯერჯერობით რუსეთისგან არანაირი გარანტია არ არსებობს“, – აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, ოფიციალური კიევი აგრძელებს ვარიანტების ძიებას გაერო-სთან და პარტნიორებთან ერთად.
Ukraine is ready to create necessary conditions to resume exports from the port of Odesa. The question is how to make sure that Russia doesn’t abuse the trade route to attack the city of Odesa. No guarantees from Russia so far. We seek solutions together with the UN and partners.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) June 3, 2022