დმიტრო კულება – საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერით“ ავრცელებს.
„მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, – ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.
Focused call with @JosepBorrellF on the current security situation. Confirmed: the package of heavy sanctions on Russia is prepared. The EU will make extra effort to provide Ukraine with political, financial support. Grateful for a resolute stance, readiness for decisive actions.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 11, 2022