დმიტრო კულება - კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება
დმიტრო კულება - კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის დასრულების ძალისხმევა და ომის დანაშაულები განიხილა – აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

„ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომისა და ომის მრავალი დანაშაულების დასრულების ძალისხმევაზე. ამ მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და ყველა არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება“, – წერს დმიტრო კულება.