დმიტრო კულება - გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვა რუსეთის მოთხოვნაა და უნგრეთმა ეს მოთხოვნა მიიღო
დმიტრო კულება - გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვა რუსეთის მოთხოვნაა და უნგრეთმა ეს მოთხოვნა მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უნგრეთის მიერ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის მიზანი რუსეთის მოთხოვნით გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვაა.

„ამ სიტუაციაში ემოციებით ხელმძღვანელობას ვეწინააღმდეგები. ჩვენ არ უარვყოფთ უნგრეთის უფლებას, ხელშეკრულება დადოს „გაზპრომთან“, მაგრამ ვხედავთ აშკარად, რომ უნგრეთს შეუძლია, დადოს ეკონომიკურად თანაბრად მომგებიანი კონტრაქტი, რომელიც უკრაინის გავლით ტრანზიტს მოიცავს“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, უნგრეთსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმებები უკრაინის ინტერესებს არ აკმაყოფილებს.

„გვესმის, რომ უკრაინის გარიყვა სატრანზიტო სქემიდან რუსეთის ფედერაციის მოთხოვნაა და უნგრეთმა ეს მოთხოვნა მიიღო. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა კულებამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებელია სიტუაციიდან ისეთი გამოსავლის ძიება, რომელიც უკრაინისა და უნგრეთის ინტერესებს თანაბრად დააკმაყოფილებს.