დმიტრო კულება - დიდი ხანია, პირდაპირი საუბარი გვსურს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის, ჩვენს პრეზიდენტს არაფრის ეშინია, თუ პუტინსაც არ შეეშინდება, მოვიდეს შეხვედრაზე
დმიტრო კულება - დიდი ხანია, პირდაპირი საუბარი გვსურს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის, ჩვენს პრეზიდენტს არაფრის ეშინია, თუ პუტინსაც არ შეეშინდება, მოვიდეს შეხვედრაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკება სურს.

„ჩვენ დიდი ხანია, პირდაპირი საუბარი გვსურს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის, რადგან ყველას გვესმის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ის იღებს. განსაკუთრებით ახლა. ჩვენს პრეზიდენტს არაფრის ეშინია, მათ შორის არც რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის. თუ პუტინსაც არ შეეშინდება, მოვიდეს შეხვედრაზე, დასხდნენ და ისაუბრონ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.