დმიტრო კულება აცხადებს, რომ თურქი კოლეგა კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა
დმიტრო კულება აცხადებს, რომ თურქი კოლეგა კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ კულება „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„საუბრისას ჩემს თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა და ვაცნობე კახოვკის კატასტროფის მძიმე ჰუმანიტარული და ეკოლოგიური შედეგების შესახებ. მან მაცნობა, რომ თურქეთი მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა შეამსუბუქოს ეს კრიზისი“, – აღნიშნა კულებამ.