ჟურნალმა „თაიმმა“ მარკუს რეშფორდი მომავალის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა
ჟურნალმა „თაიმმა“ მარკუს რეშფორდი მომავალის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა შეადგინა 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნების სია, რომლებსაც „მომავალის ადამიანები“ უწოდა.

რეიტინგში შეიყვანეს 100 ამომავალი ვარსკვლავი, რომლებსაც გავლენა აქვთ ბიზნესის, გართობის, სპორტის, პოლიტიკის, მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროების მომავალზე.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისი ნაკრების ფორვარდი მარკუს რეშფორდი მოხვდა „აქტივისტების“ კატეგორიაში. მან ეს პატივი გაჭირვებული ოჯახებიდან გამოსული ბავშვების კვების უზრუნველყოფისთვის დაიმსახურა. ის ერთადერთი სპორტსმენია ამ კატეგორიაში.

„ვინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ ეს გადაიღეთ iPhone-ით ჩემს მისაღებში. მადლობა, Time. ძალიან ვამაყობ“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ რეშფორდმა.