ჟურნალმა „თაიმმა“ დაასახელა ადამიანები, რომელთაგან ერთს „წლის ადამიანის“ წოდება მიენიჭება
ჟურნალმა „თაიმმა“ დაასახელა ადამიანები, რომელთაგან ერთს „წლის ადამიანის“ წოდება მიენიჭება

საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ჟურნალმა „თაიმმა“ „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტთა სიაში შეიყვანა. ათი ფინალისტისგან შემდგარი სია ტელეკომპანია NBC-ის ეთერში გაასაჯაროეს. ჯამალ ხაშოგის გარდა, „თაიმის“ ვერსიით „წლის ადამიანის“ წოდების მიღების შანსი აქვთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც 2016 წელს ჟურნალმა უკვე დაასახელა „წლის ადამიანად“, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე აშშ-ის სპეციალურ პროკურორს რობერტ მიულერს, რომელიც აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს, მსახიობ მეგან მარკლის.

ამას გარდა, „წლის ადამიანის“ წოდება შესაძლოა, მიიღოს არა ერთმა პიროვნებამ, არამედ ერთდროულად ორიათასზე მეტმა „გაყოფილმა ოჯახმა“, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკის შედეგად დაზარალდა.

„წლის ადამიანის“ სტატუსის პრეტენდენტთა სიაში მოხვდნენ ასევე რეჟისორი რაიან კუგლერი, ამერიკელი ფსიქოლოგი კრისტინ ბლეიზი ფორდი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ეხმარება და რომელმაც კონგრესში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბრეტ კავანოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

შორტ-ლისტში ასევე წარმოდგენილნი არიან იარაღზე კონტროლის გამკაცრების მომხრე აქტივისტები.

ჟურნალ „თაიმის“ რედაქცია „წლის ადამიანის“ წოდებას 1927 წლიდან ანიჭებს.