ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან - მესი, დი მარია და ბუსკეტსი „ალ-ჰილალში“ მიდიან #1TVSPORT
ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან - მესი, დი მარია და ბუსკეტსი „ალ-ჰილალში“ მიდიან #1TVSPORT

საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ჰალიდ ალ-შენაიფმა განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულში საუდის არბეთის „ალ-ჰილალი“ ლიონელ მესის, ანხელ დი მარიასა და სერხიო ბუსკეტსს გაიფორმებს.

ცნობილია, რომ ამ სეზონის შემდეგ ბუსკეტსი ტოვებს „ბარსელონას“, არგენტინულ დუეტს კი კონტრაქტები ეწურება.

ალ-შენაიფმა SBC-ის პროგრამაში განაცხადა: „მესი ჩავა „ალ-ჰილალში“ დი მარიასა და ბუსკეტსის თანხლებით“.

ესპანური გაზეთის, Marca-ს მთავარმა რედაქტორმა, ფელიქს დიასმა დაადასტურა:

„„ალ-ჰილალი“ ახლოს არის მესის, დი მარიას, ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას გაფორმებასთან.

გარწმუნებთ, მესი არ წავა „ბარსელონაში“… ხოლო მისი ჩასვლა „ალ-ჰილალში“ დი მარიასთან – დროის საკითხია.

მესის მამა ამბობს, რომ მის ვაჟს გაუჭირდება „ბარსელონაში“ დაბრუნება. „პარი სენ-ჟერმენი“ მალე გამოაცხადებს ლიონელის წასვლის შესახებ… და ის „ალ-ჰილალში“ გადავა“.