ჟურნალისტი საშა ტავოლიე - ესპანური „ვილიარეალი“ გიორგი მიქაუტაძის დამატებას ჩქარობს, „ლიონი“ თავდამსხმელს გაყიდის #1TVSPORT
ჟურნალისტი საშა ტავოლიე - ესპანური „ვილიარეალი“ გიორგი მიქაუტაძის დამატებას ჩქარობს, „ლიონი“ თავდამსხმელს გაყიდის #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის დამატება ესპანური ლა ლიგის კლუბს, „ვილიარეალს“ სურს, – ინფორმაციას ფრანგი ჟურნალისტი საშა ტავოლიე ავრცელებს.

„ესპანური „ვილიარეალი“ „ლიონიდან“ 24 წლის ჟორჟ მიქაუტაძის დამატებას ჩქარობს. ოფიციალური შეთავაზება უკვე გაგზავნილია და ფრანგული კლუბი თავდამსხმელს გაყიდის. „ვილიარეალმა“ ამ ზაფხულს ვეიგა, მოლეირო, სანტიაგო მოურინიო, ბიუქენენი, მარინი და პარტეი დაიმატა“, – ამტკიცებს ფრანგი ჟურნალისტი.

ფინანსური კრიზისის გამო „ლიონს“ ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრებოდა, თუმცა სასჯელი თავიდან აიცილა. მიუხედავად ამისა, კლუბს ჯერ კიდევ აქვს დაახლოებით 40 მილიონ ევრომდე დავალიანება.

ფრანგული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე კლუბი, ქართველ თავდამსხმელთან ერთად, მალიკ ფოფანასაც შეელიოს.