ჟურნალისტი რუდი გალეტი - საუდის არაბეთის კლუბმა მოჰამედ სალაჰისთვის, შესაძლოა, 90 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
ჟურნალისტი რუდი გალეტი - საუდის არაბეთის კლუბმა მოჰამედ სალაჰისთვის, შესაძლოა, 90 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

საუდის არაბეთის ლიგის ბინადარი „ალ-იტიჰადი“ მზადაა, „ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყოს.

ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, არაბული კლუბის მესვეურები „ლივერპულს“ 90 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებენ. ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებმა, შესაძლოა, ეს ნაბიჯი გადადგან.

ადრე გავრცელებული ცნობის მიხედვით, „ალ-იტიჰადი“ 31 წლის მოჰამედ სალაჰს ორწლიან კონტრაქტს და სეზონში 180 მილიონ ევროს სთავაზობს. აღნიშნული ხელშეკრულებით, ის საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.

ეგვიპტელ ფეხბურთელს „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 307 თამაში აქვს ჩატარებული და 187 გოლი გატანილი. გუნდთან ერთად მან პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.