ჟურნალისტი მასიმო უგოლინი - ახალი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აშენდება #1TVSPORT
ჟურნალისტი მასიმო უგოლინი - ახალი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აშენდება #1TVSPORT

„ნაპოლი“ მომავალ მწვრთნელად სამ სპეციალისტს განიხილავს – ანტონიო კონტეს, ჯან-პიერო გასპერინის და სტეფანო პიოლის, მაგრამ ვინც არ უნდა დანიშნოს, ახალი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აშენდება, – ამის შესახებ Sky-ს ჟურნალისტმა, მასიმო უგოლინიმ ისაუბრა.

„ოსიმენის და ზელინსკის გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშის ბედი უნდა გადაწყდეს. ალექს მერეტთანაც კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება.

დაბრუნდებიან იჯარით წასული ფეხბურთელები – ელიე კაპრილე („ემპოლი“), მაიკლ ფოლორუნშო („ვერონა“) და ჯანლუკა გაეტანო („კალიარი“).

„ნაპოლის“ პრეზიდენტს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, კვარაცხელიასთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს. ეს იქნება ათვლის წერტილი მომავალი მწვრთნელისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა მასიმო უგოლინიმ.