ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამო, თურქეთის საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის ელჩი დაიბარეს
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამო, თურქეთის საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის ელჩი დაიბარეს

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საუდის არაბეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო უწყება დიპლომატისგან სტამბოლის გენერალურ საკონსულოში ჩხრეკის ჩატარების ნებართვას ითხოვს.

სწორედ ამ ტერიტორიიდან იკარგება ჟურნალისტის კვალი, რომელიც საკონსულოში ქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დოკუმენტების გასაფორმებლად იმყოფებოდა.

ჯამალ ხაშოგის საკონსულოში საცოლეც ახლდა, თუმცა შენობაში შესვლის ნება მხოლოდ ჟურნალისტს დართეს.

ხაშოგის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს.

ეჭვების გასაბათილებლად, საუდის არაბეთის გენერალურმა კონსულმა შენობა სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტს დაათვალიერებინა. თუმცა თურქ სამართალდამცველებს სურთ თავად დაათვალიერონ ტერიტორია. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ის პირად კონტროლზე აიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.