ჟურნალ Forbes-ის ვერსიით კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
ჟურნალ Forbes-ის ვერსიით კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ჟურნალ Forbes-ის ვერსიით.

გამოცემამ რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინა შემოსავლები ფეხბურთში (ხელფასი, ბონუსები, საპრიზო თანხები, საიმიჯო უფლებები) და მოედნის მიღმა (სპონსორული და სარეკლამო გარიგებები, ფეხბურთელების მონაწილეობა ბიზნესში).

პირველ ადგილზე გავიდა კრიშტიანო რონალდო. მისი ხელფასი „ალ-ნასრში“ 230 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო საერთო შემოსავალი სხვადასხვა კომპანიასთან სარეკლამო გარიგებების ხარჯზე 50 მილიონს უდრის.

სრულად ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი) – 280 მლნ (230+50)
  2. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 130 მლნ (60+70)
  3. ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) – 104 მლნ (100+4)
  4. კილიან მბაპე (რეალი) – 95 მლნ (70+25)
  5. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 80 მლნ (60+20)
  6. ვინისიუსი (რეალი) – 60 მლნ (40+20)
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 55 მლნ (35+20)
  8. სადიო მანე (ალ-ნასრი) – 54 მლნ (50+4)
  9. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 44 მლნ (29+15)

10. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 43 მლნ (33+10)