ჟუნინიო - არავის ეგონა, რომ „იუვენტუსს“ დავამარცხებდით
ჟუნინიო - არავის ეგონა, რომ „იუვენტუსს“ დავამარცხებდით

„ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა იტალიური გრანდი დაამარცხა.

„ეს თითქმის იდეალური საღამო იყო, – ციტირებს ჟუნინიოს სიტყვებს RMC Sport. – რა თქმა უნდა, არავის გონა, რომ „იუვენტუსს“ დავამარცხებდით. გამარჯვებით ძალიან კმაყოფილები ვართ, პირველ რიგში იდეალური პირველი ტაიმით. ცხადი იყო, რომ ტურინელები მეორე ტაიმში დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია.

ეს მხოლოდ პირველი მატჩია, მაგრამ აჩვენა, რომ ხარისხი და ტალანტი ჩვენც გვაქვს და გვინდა, ჩემპიონთა ლიგაზე უფრო წინ წავიდეთ.“