ჟულ კუნდემ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა #1TVSPORT
ჟულ კუნდემ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა #1TVSPORT

კატალონიის „ბარსელონამ“ ჟულ კუნდესთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გაახანგრძლივა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის ფრანგი მცველი „ბარსელონას“ 2022 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 141 შეხვედრა ჩაატარა, სადაც შვიდი გოლი გაიტანა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

„ბარსელონამდე“ კუნდე „სევილიისა“ და „ბორდოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.