ჟოზეფ ბორელმა განმარტა, რატომ ჩაერთო მედიატორად ​შარლ მიშელი თავისი წარმომადგენლით საქართველოს საკითხებში
ჟოზეფ ბორელმა განმარტა, რატომ ჩაერთო მედიატორად ​შარლ მიშელი თავისი წარმომადგენლით საქართველოს საკითხებში

ბატონი დანიელსონს აქვს შიდა მანდატი, განიხილოს, იმუშაოს და დაეხმაროს შიდა საკითხების მოგვარებაში საქართველოს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა უპასუხა ჟურნალისტს, რომელმაც ითხოვა ახსნა, რატომ არის ჩართული საქართველოს საკითხში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავისი წარმომადგენლით და არა მაგალითად, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, უმაღლესი კომისარი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

„ასოცირების საბჭოს ამ სხდომამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია; ალბათ იმიტომ, რომ არ არის ისეთი, როგორც ჩვეულებრივ. ჩვენ რთულ მომენტში ვართ. საქმე ისე არაა, როგორც ჩვეულებრივ. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, რაც ასოცირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არ არის. ასოცირების შეთანხმება ცდილობს, არ განიხილოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენთან ასოცირებულ ქვეყანაში. მინდა, შეგახსენოთ რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მსოფლიო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია და საქართველოში ვიზიტისას მან საჭიროდ ჩათვალა, ხელი გაეწოდებინა და დახმარებოდა შიდა საკითხის მოგვარებაში, რაც მან გააკეთა.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, მან გადაწყვიტა, წარედგინა სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი, რომელსაც აქვს შიდა მანდატი, განიხილოს, იმუშაოს და დაეხმაროს შიდა საკითხების მოგვარებაში საქართველოს. ხოლო კავკასიის რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩართულია საგარეო პროცესებში. თითოეული მათგანის როლი მკაფიოდ განსაზღვრულია. ამას გარდა, ჩვენ გვყავს დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, რომელიც ეხმარება დანიელსონს და მუშაობს მასთან ერთად, რათა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საქართველოს შიდა სიტუაციაზე, რაც მან უნდა იცოდეს, რადგან იქ ჩვენი დელეგატია“, – განაცხადა ბორელმა.