ჟოზეფ ბორელი - ვითარების ესკალაცია მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს
ჟოზეფ ბორელი - ვითარების ესკალაცია მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს

ვითარების ესკალაცია მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ირანელი გენერლის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. ჟოზეფ ბორელის თქმით, ერაყში ძალადობა უნდა დასრულდეს, ვიდრე ის კონტროლიდან გამოვა.

ევროკავშირის საგარეო უწყება მხარეებს და გავლენიან პარტნიორებს მოუწოდებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა კრიტიკულ მომენტში.

„კიდევ ერთი კრიზისი ერაყის სტაბილიზაციისთვის წლების განმავლობაში დახარჯულ ძალისხმევას საფრთხის ქვეშ აყენებს. ევროკავშირი მზადაა, კვლავ გამოიჩინოს ძალისხმევა ყველა მხარესთან, რომ შემსუბუქდეს დაძაბულობა და კონფლიქტის დინამიკა შემობრუნდეს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ირანის არმიის გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს. ირანი შურისძიებით იმუქრება.