ჯოზეფ ბორელი - რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად
ჯოზეფ ბორელი - რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად

რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა არის გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა.

„მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ამ ეტაპზე რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. კერძოდ, აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით მიწოდებულ ნავთობს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა 90 პროცენტამდე გაიზრდება.