ჟოზეფ ბორელი - აშშ-ის მოსახლეობის მსგავსად, შოკირებული და შეძრწუნებული ვართ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო
ჟოზეფ ბორელი - აშშ-ის მოსახლეობის მსგავსად, შოკირებული და შეძრწუნებული ვართ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო

ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენება აჩვენა.

„აშშ-ის მოსახლეობის მსგავსად, შოკირებული და შეძრწუნებული ვართ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო. ყველა საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს გადაჭარბებული ძალის გამოყენების წინააღმდეგ“, -აღნიშნა ბორელმა მედიასთან საუბრისას.

ამასთან, მად დაგმო რასიზმი.

„ჩვენ ვგმობთ ყველა სახის რასიზმს. გვჯერა, რომ ამერიკელებს შესწევთ უნარი, გაერთიანდნენ, გადალახონ უთანხმოება, როგორც ერმა“, – განაცხადა ევროკომისარმა. ჟოზეფ ბორელმა განაცხადა: „ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, შავკანიანების სიცოცხლე ასევე მნიშვნელოვანია“.