ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ტრამპის „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევის განახლების შესაძლებლობას იძლევა
ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ტრამპის „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევის განახლების შესაძლებლობას იძლევა

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევის განახლების შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირი შეისწავლის და შეაფასებს წარმოდგენილ წინადადებებს. ეს მოხდება ევროკავშირის მიერ გაცხადებული პოზიციის საფუძველზე, რომელის მიხედვითაც, კონფლიქტი ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით უნდა მოგვარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბორელის თქმით, ევროკავშირი მზადაა დიალოგის განახლებისთვის, რათა გადაიჭრას სტატუსთან დაკავშირებული საკითხები და მშვიდობა მიღწეული იყოს.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად რჩება, ხოლო პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად ტრამპის გეგმაში იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მოიაზრება.