ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა სასწარაფოდ უნდა გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე
ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა სასწარაფოდ უნდა გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა სასწარაფოდ უნდა გამოიძიოს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე.

„რუსი ხალხი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ფაქტებს მოითხოვს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

მისივე თქმით, ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც ნავალნის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად გამოიყურება.