ჟოზე მოურინიოს ლიონისა და მონაკოს ვარიანტები აქვს
ჟოზე მოურინიოს ლიონისა და მონაკოს ვარიანტები აქვს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემa ეკიპის (L’Equipe) ოთხშაბათის ნომრის მთავარი თემა საფრანგეთის ჩემპიონატში პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს სავარაუდო გადასვლა გახდა.

წყაროს ცნობით, მოურინიო და მისი აგენტი ჟორჟი მენდეში კარიერის გაგრძელების ამგვარ ვარიანტს ამჟამად განიხილავენ. პორტუგალიელი შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს ლიონს ან მონაკოს, რომლებსაც ბრუნო ჟენეზიო და ლეონარდო ჟარდიმი ავარჯიშებენ.

მოურინიო ამჟამად უმუშევარია. ის წლევანდელი სეზონის მსვლელობისას დაითხოვეს მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.