ჟოზე მოურინიოს „დორტმუნდის“ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ
ჟოზე მოურინიოს „დორტმუნდის“ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ

პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერა, შესაძლოა, გერმანიაში განახლდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლუსიენ ფავრს „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ.

კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდი ტიტულებისთვის იბრძოდეს. და არ არის გამორიცხული, გაუშვას ფავრი, თუ მიიჩნევს, რომ შეუძლებელია შვეიცარიელ სპეციალისტთან ერთად ამ მიზნების მიღწევა.

გაზეთ „შპორტ ბილდის“ ინფორმაციით, ამ შემთხვევაში „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატი გახდება მოურინიო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში მოურინიომ აღიარა, რომ აღფრთოვანებულია „დორტმუნდით“ და იმით, როგორ ცდილობს ის “ბაიერნთან” კონკურენციას.